top of page

სამთავრობო პროპაგანდის გავლენა Gen Z-ის სტუდენტებზე




    რა ცხადყო მარტის გამოსვლებმა?

მარიამ გორდაძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია, 2023

მთავრობის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული ჯგუფები წლებია ცდილობენ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი სხვადასხვა გზით ჩაახშონ. გარდა უშუალოდ აქციების დარბევისა (მაგალითად, 20 ივნისის "გავრილოვის ღამე"), აქტიურად იყენებენ ე.წ. იარლიყების მიკვრის მანკიერ პრაქტიკას. მიუხედავად ამისა, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართული 7-9 მარტის საპროტესტო აქციები გამორჩეული იყო ახალგაზრდების მობილიზებითა და შემართებით. შესაბამისად, ეს მოვლენები Gen Z-ის თაობის ხმას მჭიდროდ დაუკავშირდა. თითქოს ეს ჯგუფი იყო ის ზღუდე, რომელსაც სამთავრობო პროპაგანდა უშედეგოდ შეეჯახა. შედეგად, გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურია სამთავრობო პროპაგანდა მათ შემთხვევაში.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარტის აქციებს უწოდებს "ექსტრიმისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების ორგანიზებულ ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფოს წინააღმდეგ", რაშიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "დროას", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "სირცხვილიასა" და "ფრანკლინის კლუბის" გავლენებს ხედავს. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იზიარებს ამ პათოსს და მმართველი გუნდის მიღწევად მიიჩნევს, რომ "წააგეს ქვეყნის მტრებმა", რადგან ვერ შეძლეს "რევოლუციის მოწყობა" და "ომის გადმოტანა". შეგიკავებიათ თუ არა თავი პროტესტის გამოხატვისგან ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებებისა და იარლიყების მიკვრის გამო? - ეს კითხვა Gen Z-ის თაობის წარმომადგენლების დავუსვი.

Google Forms-ის გამოყენებით ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 100-მა სტუდენტმა მიიღო. კვლევაში დასმულ სხვა საკითხებზე ამ მულტიმედიურ პროექტში მოგიყვებით.

ხელისუფლების მხრიდან მართული დისკრედიტაციის კამპანიის ფონზე, თვალი გადავავლოთ 7-9 მარტის აქციების ქრონიკას; ვნახოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომათა დარბაზისა და შენობის წინ.

01000000-c0a8-0242-d771-08db1fe92669_w1597_n_r1_st_s.jpg

"ხალხის ძალამ" ("ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა) კანონპროექტი "უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ" დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირებულიყვნენ ის ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროდან მიღებული იქნებოდა. 

კანონპროექტს თავიდანვე მოჰყვა მწვავე კრიტიკა როგორც მედიის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან; მიიჩნდევდნენ, რომ ზემოხსენებული კანონპროექტი რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგი იყო, რაც მიღების შემთხვევაში ქვეყნის ინტერესებს დააზიანებდა. კანონად ქცევის შემთხვევაში ის საფრთხის წინაშე დააყენებდა პრესის თავისუფლებას, საქართველოს კი დააშორებდა ევროპული ოჯახიდან, რაც გამოიწვევდა ქვეყნისთვის უარს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე.   

01000000-c0a8-0242-6225-08db1f0c8f94_cx0_cy10_cw0_w1023_r1_s.jpg

2023 წლის 7 მარტს ე.წ. "რუსული კანონის" განხილვა პარლამენტში პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. თუმცა, "ქართული ოცნების" დაპირების მიხედვით, ამ დღეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არ იგეგმებოდა. მმართველმა პარტიამ დაპირება მას შემდეგ შეცვალა, რაც საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი აქტივისტები დაიშალნენ. პლენარულ სხდომაზე განხილვის განახლებას რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დაუყოვნებლივ შეკრება მოჰყვა.

პარლამენტთან ხალხის შეკრების პარალელურად კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი "ქართული ოცნების" 76-მა დეპუტატმა დაუჭირა.

330286052_257864603242593_7409425720160846208_n.jpg

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტანტების რიცხვმა იმატა, რუსთაველზე საპროტესტო მუხტი გამწვავდა, სამართალდამცავმა ორგანოებმა კი მოქალაქეების დარბევა ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაიწყეს. თუმცა 8 მარტს პარლამენტის წინ ათიათასობით ადამიანი ისევ შეიკრიბა. აქციები, დედაქალაქის გარდა, ქუთაისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებშიც იმართებოდა. 

ამ დღეების განმავლობაში პოლიციამ 133 ადამიანი დააკავა. დარბევის დროს იყო მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშელისა და მათზე ძალადობის ფაქტებიც.

მასშტაბური საპროტესტო ტალღა 10 მარტს კანონპოექტის გაწვევით დასრულდა.  

მარტის გამოსვლებს ყველა სხვა საპროტესტო აქციისგან ახალი თაობის - Gen Z-ის (1997-2012 წლებში დაბადებულების) ჩართულობა გამოარჩევდა, რამაც მანამდე გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ახალგაზრდები გულგრილნი არიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი, საფუძველი გამოაცალა. სწორედ Gen Z-იმ შექმნა წყლის ჭავლთან და გამაყრუებელი სირენების ფონზე ცეკვის, დარბევისას "სქროლით" სეირნობისა და სპეცრაზმისთვის ყვავილების მიტანის პრეცენდენტები.

აღსანიშნავია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების თვითორგანიზება და მათი მსვლელობები.

ახალგაზრდების საპროტესტო პლაკატებიც კი შინაარსობრივი თუ გამომსახველობითი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.  

ზემოთქმული "რადიო თავისუფლების" მიერ მომზადებულ ვიდეოშიც ნათლად ჩანს.

ვიდეო: რადიო თავისუფლება

83e6oyqudlpsl2a - Copy_edited.jpg

7-9 მარტის აქციები ახალი სიტყვაა საქართველოს საპროტესტო გამოსვლების ისტორიაში. მისმა შედეგიანობამ ახალი შეკითხვები დაბადა. სწორედ ამიტომ Google Forms-ის გამოყენებით ონლაინ გამოკითხვა ჩავატარე, რომელშიც 100 სტუდენტი მონაწილეობდა. კვლევა, ახალგაზრდების სამთავრობო პროპაგანდის მიმართ დამოკიდებულების გარდა, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გვცემს პასუხს. მათ შორის: რამდენად მოწყვლადები არიან ახალგაზრდები (18-23 წელი) სამთავრობო პროპაგანდის მიმართ და როგორია მათი მედიაწიგნიერების დონე. 

კვლევამ ცხადყო, რომ ქართველი სტუდენტები პოლიტიკას თვალს აქტიურად ადევნებენ. 5-ბალიან შკალაზე შედეგები ასე გადანაწილდა: 

პოლიტიკური სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ გამოკითხულთა 86% სოციალურ მედიას ასახელებს. თუმცა სოცმედიით გავრცელებული პოლიტიკური ინფორმაციისადმი ნდობის ხარისხი ასეთია:

სოცმედიაში გავრცელებული ინფორმაციისადმი უნდობლობის მიზეზად გამოკითხული ახალგაზრდები მეტწილად გვერდების მიკერძოებულობასა და ტროლ-ბოტებს ასახელებენ.

გაირკვა ისიც, რომ სოცმედიაში გავრცელებული ინფორმაციის სანდოობის ეჭქვეშ დაყენების გამო სტუდენტები ფაქტების გადამოწმებას სხვადასხვა გზით ცდილობენ, განსაკუთრებით სხვა გვერდებსა და საიტებზე გადამოწმებით (85%)

გარდა ამისა, გამოიკვეთა ისიც, რომ სტუდენტების 60%-ზე მეტი ახალი ამბების კრიტიკულად ანალიზისთვის აკვირდება (ქვემოჩამოთვლითაგან ერთ-ერთს ან რამდენიმეს):

  • რამდენად მრავალფეროვანია წყაროთა სპექტრი;

  • რამდენადაა გათვალისწინებული კონტექსტი;

  • ჟურნალისტი რამდენად მიუკერძოებლად გადმოსცემს ამბავს.

კითხვაზე: იყენებს თუ არა მთავრობა და მასთან დაკავშირებული ჯგუფები პროპაგანდას სასურველი საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად, შედეგები ამგვარად გადანაწილდა:

მთავრობის მიერ საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად პროპაგანდის გამოყენების სიხშირეს  კი სტუდენტები ასე აფასებენ:

ასევე, ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან სტუდენტებს უნდა მოენიშნათ ისინი, რომლებსაც, მათი აზრით, მთავრობა იყენებს პროპაგანდისთვის. პასუხი 92-მა რესპონდენტმა დააფიქსირა, ხოლო შედეგები ამგვარად განაწილდა:

  • ფაქტების დამახინჯება (88%);

  • რელიგიის ინსტრუმენტალიზაცია (70.7%);

  • მოწინააღმდეგეთა არაჰუმანურად წარმოჩენა (66.3%);

  • მცდარი დილემის ტექნიკა - მხოლოდ ორი არჩევანის წარმოჩენა და ერთ-ერთისთვის უპირატესობის მინიჭება (63%);

  • Adnauseam - ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ გამეორება (62%);

  • დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პარტნიორების მიმართ უიმედობისა და უნდობლობის დათესვა (59.8%);

  • ფაქტების უგულებელყოფა (58.7%);

  • უსაფუძვლო განგაშის აღძვრა (43.5%).

კითხვაზე: თქვენი აზრით, შეგიძლიათ თუ არა, რომ ამოიცნოთ სამთავრობო პროპაგანდა და გაუმკლავდეთ მას, შედეგები ასეთია:

გამოკითხულთა დამოკიდებულება მარტის აქციებისადმი:

გამოკითხულთა 77%-ში დამოკიდებულება ახალგაზრდების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის შედეგიანობის მიმართ 7-9 მარტის აქციების შემდეგ დადებითად შეიცვალა.

ესწრებოდით თუ არა მარტის აქციებს?

83e6oyqudlpsl2a_edited.jpg

ვფიქრობ, მოცემული კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ სტუდენტები არ წარმოადგენენ იმ ჯგუფს, რომელიც პირდაპირ იღებს და ითავისებს სამთავრობო გზავნილებს. მათი 93% მიიჩნევს, რომ პროპაგანდა ხელისუფლების ხელში არის იარაღი სასურველი საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად. შესაბამისად, მათი დიდი ნაწილი გავრცელებული ინფორმაციის სისწორესა და მიუკერძოებლობას კრიტიკულად უდგება. გარდა ამისა, მთავრობის მიერ იარლიყების მიკვრის მანკიერი პრაქტიკის გამოყენება გამოკითხულთა 44%-ში ამძაფრებს პროტესტის გამოხატვის სურვილს, 22%-ისთვის კი ამ გზავნილებს არანარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით, სტუდენტების მედიაწიგნიერების დონე, რომლის ამაღლებაზეც მუშაობა აქტიურად უნდა გაგრძელდეს, ერთ-ერთი მიზეზია მარტის აქციების შედეგიანობისა.   

bottom of page